” ძვირფასო სტუმარო, ვეცდებით გიპასუხოთ ყველა შენს კითხვაზე! “

არ არის საჭირო რაიმეს წამოღება სავარჯიშოდ მოსასვლელად — ჩვენი სტუდია უკვე აღჭურვილია ყველაფრით, რაც შეიძლება დაგჭირდეთ სესიის დასაწყებად. უბრალოდ მობრძანდით კომფორტულ ტანსაცმელში და ისიამოვნეთ დროით.

  1. “რომელი გაკვეთილებია შესაფერისი დამწყებთათვის? “

ჩვენ გთავაზობთ დამწყებთათვის მოსახერხებელ გაკვეთილებს, რომლებიც ფოკუსირებულია საბაზისო ტექნიკებზე. მოძებნეთ სესიები მონიშნული როგორც „თერაპია“, „დამწყები“ ან „ღია დონე“

  1. ” რომელი გაკვეთილები ტარდება დილით ან საღამოს? “

გაკვეთილები ტარდება მთელი დღის განმავლობაში. დილის სესიები იწყება დაახლოებით 8:30 საათზე, ხოლო საღამოს გაკვეთილები მიმდინარეობს 21:30-მდე. იხილეთ სრული განრიგი დეტალებისთვის: LINK

  1. ” რომელ ენებზე ტარდება გაკვეთილები? “

გაკვეთილები ტარდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. თუ გაკვეთილი ტარდება სხვა ენაზე (მაგალითად გერმანულად ან ფრანგულად), ეს მითითებული იქნება განრიგში.

  1. ” რომელი გაკვეთილებია რეკომენდებული ტრავმების მქონე ადამიანებისთვის? “

მშვიდი, აღდგენითი ან თერაპიული გაკვეთილები — მაგალითად, „Therapy Yoga” ან „ Healthy Back““. გთხოვთ, გაკვეთილზე წინასწარ მიუთითოთ კომენტარებში თქვენი მდგომარეობა, რათა მასწავლებელმა შეძლოს საჭირო ადაპტაციის შეთავაზება.

  1. ” რამდენი ღირს გაკვეთილები?“

ჩვენ გვაქვს ერთჯერადი სესიები, პაკეტები და აბონემენტები. ფასების დეტალები იხილეთ შესაბამის გვერდზე: LINK

  1. ” რა უნდა მოვიტანო სტუდიაში? “

გთხოვთ, მოიწვიეთ კომფორტული ტანსაცმელი ვარჯიშისთვის, წყლის ბოთლი და სურვილის შემთხვევაში — თქვენი პირადი იოგას მატი. სტუდიაში არის პატარა მაღაზია ჩაით, ყავით და წასახემსებლებით. მატები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა ასევე ადგილზეა ხელმისაწვდომი თქვენი პრაქტიკისთვის!

  1. ” შეიძლება თუ არა ბარათით გადახდა? “

დიახ, ვიღებთ ბარათითა და საბანკო გადახდებს — როგორც ონლაინ, ისე ადგილზე.

  1. ” როგორ დავრეგისტრირდე პირველ გაკვეთილზე? “

შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ონლაინ ბუკინგის სისტემის საშუალებით ან დაგვიკავშირდეთ ელფოსტით ან ტელეფონით — ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით: LINK

  1. ” რა გავაკეთო, თუ მინდა გაკვეთილი გავაუქმო? “

შეგიძლიათ გააუქმოთ ჯავშანი თქვენს ელ. ფოსტაში მითითებული გაუქმების ბმულით. გთხოვთ, გააუქმოთ მინიმუმ 3 საათით ადრე, რათა არ დაგეკისროთ გადასახადი დაგვიანებული გაუქმებისთვის.

  1. ყველა ამ კითხვიდან ყველაზე მთავარი — როგორ მივიდეთ Tbili.Yoga?

სტუდიაში შესვლა ხდება ბაღის მხრიდან — შეგიძლიათ შემოხვიდეთ ლუი პასტერის ქუჩიდან ეზოში (მიჰყევით რუკაზე მითითებულ ისარს):

“ეჰა! ნახეთ როგორ გვიპოვეთ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სტუდიაში! “

P.S. თუ კიდევ გაქვთ შეკითხვა: